”ბარსელონას” მცველმა, ერიკ აბიდალმა ვერ შეიკავა ის ემოციები, რომელიც მას ”მალიორკას” მატჩის შემდეგ ჰქონდა. ფრანგი ფეხბურთელი პირველად დაუბრუნდა მოედანს ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ. ”ბარსელონამ” 5-0 გაიმარჯვა, ხოლო აბიდალმა მადლობა გადაუხადა თავის ბიძაშვილს. სწორედ მან გადაუნერგა ერიკს ღვიძლი.
”ჩემთვის ეს საღამო განსაკუთრებული იყო. წელიწადზე მეტია არ მითამაშია და სიტყვებითაც ვერ ავღწერ თუ როგორ მომენატრა დიდი ფეხბურთის თამაში. უდიდეს მადლობას ვუხდი ჩემს ბიძაშვილს. სწორედ მისი წყალობით ვარ აქ” – აცხადებს ფრანგი მცველი, რომელმაც დაუმარცხებელი სენის დამარცხება 2-ჯერ შეძლო!
