მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანგმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე “პსჟ-ს” უგულშემატკივრებს.
“მე ფრანგი ვარ და ამიტომ ფრანგულ გუნდს ვუგულშემატკივრებ. მე მარსელიდან ვარ, მაგრამ სასიამოვნოა იმის ყურება, თუ როგორ უწევენ წინააღმდეგობას “ბარსელონას” ჩემი თანამემამულეები. მათ რთული მატჩი ელით. კატალონიელები კარგ ფორმაში არიან და მათ ბევრი ტიტულის მოპოვება სურთ. მაგრამ გვიანი გოლი ამ დუელს განსაკუთრებულს ხდის. ეს რთული იქნება, მაგრამ “პსჟ-ს” პრობლემების შექმნა “ბარსელონასთვის” შეუძლია.”
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” პარიზში ანგარიშით 2-2 ითამაშა და განმეორებითი მატჩი 10 აპრილს 23:45 შედგება.
