კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა მოთამაშემ და ამჟამინდელმა სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ, მადრიდის “რეალის” მცველის სერხიო რამოსის თაობაზე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში პრესა ბევრს წერდა თითქოს “ბარსელონა” რამოსით იყო დაინტერესებული.
“სერხიო რამოსი – შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ ის არცერთ ჩვენს სატრანსფერო სიაში არ იმყოფება.” – განაცხადა სუბისარეტამ.
