მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ლა ლიგა ნაადრევად დათმო.
“ახლა ჩემი გუნდი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ჩვენ გავედით სამეფო თასის ფინალში, თითქმის გასულები ვართ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, მაგრამ ლა ლიგა ნაადრევად დავთმეთ. ეს არის ჩემპიონატი, სადაც ორი მსოფლიოში საუკეთესო გუნდი თამაშობს. აქ კონკურენცია უფრო რთულია.” – დაასრულა მაურინიომ.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის დასრულებამდე რვა ტურია დარჩენილი, პირველადგილოსანი “ბარსელონა” კი მეორეადგილოსან მადრიდის “რეალს” 13 ქულით უსწრებს.
