მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერიკი: ”თუ შევძლებ, კიდევ 1-2 სეზონი მინდა ვითამაშო”

ერიკი: ”თუ შევძლებ, კიდევ 1-2 სეზონი მინდა ვითამაშო”

 

”ბარსელონას” მცველმა, ერიკ აბიდალმა ”მალიორკასთან” დასრულებული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს გეგმავს ფეხბურთში დარჩენას.

”დღეს რამდენიმე გადაცემის დროს შევცდი, თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთი პაუზის შემდეგ ეს ნორმალურია. მოხარული ვარ, რომ მოედანზე ჩემი ყოფნის დროს გოლი არ გავუშვით. აღნიშვნა ალექსისთან ერთად? მატჩის დაწყებამდე მას ვუთხარი: ”თუკი გოლს გაიტან, მე არ დამივიწყო”. ვიცოდი, რომ მისი ღამე იქნებოდა
თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ოჯახის გარდა ჩემი ცხოვრება ფეხბურთია. არ მინდოდა კარიერა ისე დამესრულებინა, ერთი თამაში რომ არ ჩამეტარებინა. თუკი შევძლებ, კიდევ 1-2 სეზონს ვითამაშებ. თუკი ვერ შევძლებ, მაშინ ”ბარსა ტვ”-ში დამასაქმეთ (იცინის)” – განაცხადა ფეხბურთელმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში