”ბარსელონას” მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი კლუბის დატოვებისა. ამ სეზონში ვიქტორმა ეს უკვე არაერთხელ გააკეთა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2014 წელს მთავრდება, მაგრამ კატალონიელთა ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი არ კარგავს იმედს. ისინი ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ არის შანსი იმისა, რომ კლუბმა ეს ფეხბურთელი შეინარჩუნოს.
”მე მინდა, რომ რაიმე სხვა კულტურა შევიცნო. ”ბარსელონაში” შესანიშნავი დრო გავატარე. მე ნებისმიერ დროს შემეძლება აქ დაბრუნება, მაგრამ ჩემი პროფესია უფლებას მაძლევს ბევრი ვიმოგზაურო, რაც, სხვათა შორის, ძალიან მიყვარს. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ მომწონს ინგლისის პრემიერ-ლიგა. იქ მეკარეს საკუთარი თავის გამოვლენის უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, თანაც სტადიონებზე ესპანეთისგან სრულიად განსხვავებული ატმოსფეროა. ინგლისში კარგად შესრულებულ ართმევაზეც კი ტაშს უკრავენ, რაც ესპანელი გულშემატკივრებისთვის არაა დამახასიათებელი.” – აცხადებს ვალდესი.
