“ჩვენ დაველოდებით შაბათის სავარჯიშო სესიას, რათა გადავწყვიტოთ თუ როგორი შემადგენლობით დავიწყოთ თამაში . ჩვენ შესაძლო ვარიანტებზე ძალიან ბევრს ვიფიქრებთ” – განაცხადა როურამ.
“ჩვენ უნდა ვეცადოთ და შევინარჩუნოთ ბალანსი. მთიანი გუნდი სრულიად ფოკუსირებულია შაბათის მატჩზე.”
მიუხედავად ტრამვებისა “ბარსელონას” მენეჯერი დარწმუნებულია, რომ გუნდი ყველთვის მზად არის გაუმკლავდეს ასეთ რთულ სიტუაციებს.
“ჩვენ გვაკლია ფეხბურთელები, თუმცა მე ეჭვი არ მეპარება ჩემს გუნდში. ჩვენს ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვების მისაღწევად” – აცხადებს როურა.
როურამ ასევე დაამატა, რომ “მალიორკა” საკმაოდ რთული მეტოქეა, რადგან ჩამოქვეითების პირას მყოფ გუნდებთან თამაში ყოველთვის ძნელია. მან გაიხსენა თამაში “სელტას” წინააღმდეგ და დასაძინა: “გუნდისთვის ყოველი ქულა მნიშვნელოვანია. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მსგავს შეხვედრებს.”
ტიტო ვილანოვა და ჟორდი როურა შაბათის სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ დააყენონ სასტარტო შემადგენლობაში. როურამ ასევე აღნიშნა ისიც, რომ ადრიანო ძალიან მალე შეუერთდება გუნდს.
გუნდის მეორე მწვრთნელის განცხადებით, თუ საჭირო გახდება თამაშის საშუალება აბიდალსაც მიეცემა. “ეს ძალიან განსაკუთრებული შემთხვევაა. ჩვენ მას ვათამაშებთ, თუ ჩავთვლით, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.”
როურა მესის თემასაც შეეხო და დაადასტურა, რომ არგენტინელი შაბათს მატჩს არ გამართავს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მისი თამაში, ან ართამაში ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
მწვრთნელის ასისტენტმა ასევე ისაუბრა “ბარსელონას” მიერ “UEFA”-ს სახელზე დაწერილს წერილზე და განაცხადა: “ჩვენ სრულიად ვეთანხმებით ამ წერილს და ვთვლით, რომ გავრცელებული კანონი არ შესრულებულა. ჩვენ პატივს ვცემთ მსაჯებს, თუმცა არსებობს ზოგიერთ რამ, რაც აუცილებლად უნდა ითქვას.”



