მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოხუცი მწვრთნელი და პატარა ლეო

მოხუცი მწვრთნელი და პატარა ლეო

ლეო როზარიოში დაიბადა, ჰყავდა დიდი ოჯახი და ცხოვრობდა ისე, როგორც უმეტესობა მისი ტოლი. მისი ძმები ყოველ კვირას ფეხბურთის სათამაშოდ დადიოდნენ ადგილობრივ გუნდში. სწორედ აქედან დაიწყო მისი ისტორია. 

ამ ამბავს ჰყვება ლეო მესის პირველი მწვრთნელი სალვადორ აპარაციო: ” ლეო აქ თავისი ოჯახით მოვიდა. მისი ძმები ჩემთან თამაშობდნენ, ლეო კი ძალიან პატარა იყო. იმდენად პატარა იყო, ვერც მის ასაკს დავასახელებდი. ის ფეხბურთიშ ბურთით ტრიბუნაზე თამაშობდა, მე კი ერთი ფეხბურთელი მაკლდებოდა. თავიდან დავიცადე თუ გამოჩნდებოდა ვინმე, შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს ბიჭი დამემატებინა. დედამისს გავესაუბრე ის კი მტკიცე უარზე იყო. ლეოს არასდროს უთამაშია ფეხბურთი და არ იცის წესებიც კი. ლეოს ბებიამ საბოლოოდ გადააფიქრებინა დედას და ლეო გუნდში დავიმატეთ. მარჯვენა ფლანგზე იმიტომ დავაყენე, რომ თუ ვინმე რამეს ატკენდა, დედამისი სწორედ ამ მხარეს იდგა და ლეოც დედასთან სიახლოვეს იგრძნობდა. პირველად ბურთი მიუვიდა და მაშინვე თანაგუნდელს გადააწოდა, როცა მეორედ მიუვიდა ბურთი, რამდენიმე კაცს ერთდროულად გასცდა, ამდროს კი მე ყვყვიროდი “დაარტყი!! დაარტყი!!”, მაგრამ ის ძალიან პატარა იყო ამისათვის. ის ყოველ მატჩში 6-7 გოლს იტანდა, არასდროს ჩერდებოდა, მეკარეს არ ელოდებოდა ბურთს ართმევდა კვლავ გაირბენდა მთელ მოედანს და გოლი გაჰქონდა. როდესაც ახლა ვუყურებ მას ემოციური ვხდები. ვტირი ჩვილი ბავშვივით. ვფიქრობ ის მარადონაზე უკეთესია. მე ვამაყობ მისით, მეტი რაღა უნდა დავამატო?” – ეს ინტერვიუ 2007 წელს ჩაწერა არგენტინელმა მოყვარულმა ჟურნალისტმა. 2008 წელს კი სალვადორი გარდაიცვალა. ის ვერ მოესწრო იმ 4 შესანიშნავ წელიწადს, რაც ამ პერიოდში განვლო ლეო მესიმ. 

მას შემდეგ ლეომ ნიუელს ბოისის გუნდში ითამაშა და უამრავი დაბრკოლება გადალახა. ზრდის ჰორმონების ნაკლებობა, ოჯახთან განშორება და უცხო ქვეყანაში გადმოსვლა, თუმცა ეს ბარიერი მან “ბარსელონასთან” ერთად დაძლია: “ბარსელონამ” მე და ჩემს ოჯახს ბევრი რამ გაგვიკეთა, ამიტომ მინდა რომ ეს სიკეთე კლუბს ჩემი ფეხბურთით დავუბრუნო. ეს კლუბი მე პატარა ასაკიდან მომყვება და მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი ნაწილი იყო. მე კარგად ვგრძნობ თავს “ბარსელონას” მაისურში და ჩემი თანაგუნდელების ირგვლივ. რაც ჩემს თავს ხდება ზღაპარია და ყოველთვის მადლობელი ვიქნები მათი ვინც მე ამ წარმატების მიღწევაში დამეხმარა. პირველი დამხმარე კი ჩემი ბებია იყო. რომ არა ის მე ასეთ ადრეულ ასაკში თამაშს ვერ დავიწყებდი, სწორედ ამიტომ ვუძღვნი ჩემს გოლებს მას.” 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში