პსჟ-ს ნახევარმცველმა, დევიდ ბექჰემმა გააკეთა კომენტარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დაზიანებაზე, რომელიც მან გუშინწინ მიიღო. ამ ტრავმის გამო მესიმ შეიძლება 3 კვირა იუქმოს.
”იმედი მაქვს, რომ მესი კარგადაა, მალე ჩადგება ფორმაში და გააგრძელებს იმ არაამქვეყნიურ ფეხბურთის ჩვენებას, რომელიც მას ახასიათებს. ვუსურვებ გამოჯანმრთელებას, რაც შეიძლება მალე!” – განაცხადა ინგლისელმა ლეგენდამ.
შეგახსენებთ, რომ მესიმ ტრავმა მიიღო 2 აპრილს პსჟ-ს წინააღმდეგ მატჩში. მას მარჯვენა ფეხის ბიცეპსი დაუზიანდა და ჯერ-ჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ არის ცნობილი, თუ როდის დაბრუნდება იგი.
