მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის ”კარგი შეგრძნება” აქვს

მესის ”კარგი შეგრძნება” აქვს

 ლეო მესი ოპტიმისტურადაა განწყობილი დღევანდელი მატჩისთვის და ამით, იგი ახარებს ყველა კულეს. ლეო კმაყოფილია ლა ლიგის სიტუაციით, კერძოდ კი იმ კომფორტული სხვაობით, რომელიც ”ბარსელონას” მადრიდელებთან უჭირავს. რაც შეეხება წინა თამაშს ”სელტას” წინააღმდეგ მესიმ თავის თვითერზე განაცხადა, რომ ”ჩვენ დღეს 2 ქულა დავკარგეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ შორის ქულების სხვაობა არ შემცირებულა.” 

 რა თქმა უნდა, არგენტინელმა ჩემპიონთა ლიგაზეც ისაუბრა. მან თქვა: ”ჩვენ სრულად ვართ კონცენტრირებულნი პარიზზე. თამაში პსჟ-ს წინააღმდეგ მათ საკუთარ სტადიონზე ძალიან რთული იქნება, მაგრამ მე კარგი შეგრძნება მაქვს.” 

 არგენტინელმა ოქროს ბიჭმა წინა ტურში ”სელტას” კარიც აიღო და ყველა ლა ლიგის კლუბს ზედიზედ გაუტანა გოლი. ლეომ ბოლო 19 ტურში თავი 30-ჯერ გამოიჩინა, იგი შესანიშნავ ფორმაშია და მისი შემდეგი სამიზნე პსჟ-ა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში