მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პსჟ – ”ბარსელონა”. ჟორდი როურა მატჩის წინ

პსჟ – ”ბარსელონა”. ჟორდი როურა მატჩის წინ

 ”ჩვენ ვართ ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მოხვდნენ. ჩვენ ურთულესი მატჩი გველის წინ.” – აცხადებს ჟორდი როურა მატჩის-წინა პრესკონფერენციაზე და ამატებს: ”პსჟ ძალიან ძლიერი გუნდია, შესანიშნავი შემადგენლობით. მათ ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან იბრაჰიმოვიჩი, მოურა და ლავეცი. რაც შეეხება ”ბარსელონას”, ჩვენ მოუთმენლად ველით მატჩის დასაწყისს. მზად ვართ დავიხარჯოთ 110%-ით”

 “პსჟ ძალიან ძლიერია კონტრშეტევებზე, მაგრამ ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევს ასეთი სტილის მქონე გუნდების წინააღმდეგ თამაში. პარიზელებს სხვა მეტოქეებთან უყვართ თამაშის წაყვანა, მაგრამ არამგონია ჩვენთან გარისკონ და მთელი ძალებით შეტევებზე წამოვიდნენ. ჩვენ არ გვაშინებს მათი სიმაღლე და უკეთესი ფიზიკური კონდიციები. ”ბარსელონა” მაინც არ უღალატებს თავის სტილს, რაც არ უნდა ძლიერ მეტოქეს ეთამაშებოდეს იგი” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა

 ტიტო სათადარიგოთა სკამზე იქნება 

კატალონიელების დამხმარე მწვრთნელი ასევე შეეხო ტიტო ვილანოვას თემას: ”ტიტო ვილანოვა დღეს ჩვენთან ერთად იქნება სათადარიგოთა სკამზე და მისი დაბრუნება ფეხბურთელებისთვის უდიდესი სტიმული იქნება. ტიტო ბარსელონაში გამორჩეულად უყვართ. რაც შეეხებათ, ჩავის და ალბას სულ ცოტა ხანში იქნება პასუხი შეძლებენ თუ არა ისინი თამაშს.” ჟურნალისტებმა როურას ტელიოს საკითხიც ჰკითხეს და ჟორდიმ უპასუხა, რომ ”შაბათს, თამაშზე ტელიომ თავისი შესაძლებლობები დაგვანახა. ძალიან დიდი შანსია იმის, რომ კრისტიანი ხვალინდელ მატჩს ძირითადში დაიწყებს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში