მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის თამაში ”პსჟ”-სთან საეჭვოა

ჩავის თამაში ”პსჟ”-სთან საეჭვოა

 

”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა კვლავ მიიღო დაზიანება. ესპანეთისა და საფრანგეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ მოთამაშემ მარჯვენა ფეხის კუნთში ტკივილი იგრძნო.

ჩავის შეხვედრის მიმდინარეობოსას დისკომფორტი არ განუცდია, თუმცა დაზიანებამ თავი მოგვიანებით იჩინა. როგორც წესი ამ ტრავმის განკურვას 10 დღე ჭირდება, თუმცა ”ბარსელონა” სამშაბათს ”პსჟ”-ს ხვდება, სადაც მონაწილეობის მიღება თავად ფეხბურთელს სურს.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ჩავიმ ტრავმა ესპანეთის თასის 1/2 ფინალში მიიღო, საეჭვო იყო მისი თამაში ”მილანთან”, თუმცა ფეხბურთელმა 90 წუთი გაატარა მოედანზე. ამის შემდეგ მას კვლავ დაუზიანდა კუნთი, თუმცა კატალონიელმა ყველაფერი გააკეთა და საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ასევე 90 წუთი ითამაშა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში