კატალონიელები კვლავ ეძებენ ”ბარსასთვის” შესაფერის მეკარეს!
ჯერ-ჯერობით სანდრო როსელმა ვერ დაითანხმა ვალდესი კლუბში დარჩენაზე და აქედან გამომდინარე, კატალონიელი სკაუტები ”ბარსასთვის” შესაფერის მეკარის ძიებაში არიან. ამჯერად მათ ინტერესებში ”სევილიის” მეკარე, ხულიან კუესტა მოხვდა. თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, ”ბარსელონა” ეცდება რაც შეიძლება მალე დაიწყოს ამ მეკარესთან მოლაპარაკებები. აღსანიშნავია ისიც, რომ 21-წლის ფეხბურთელმა სულ ახლახანს გაახანგრძლივა ”სევილიასთან” კონტრაქტი.
