როსელისადმი ყველაზე მტრულად განწყობილმა ადამიანებმაც კი ვერ შეწყვიტეს მისი 1,000 დღიანი კლუბის მართველობის სერია. ჯერ ადრეა საუბარი როსელის შეცდომებზე. მოდით მოკლე განვიხილოთ მისი საუკეთესო გადაწყვეტილებები.
მის საუკეთესო გადაწყვეტილებად, ალბათ მაინც მიიჩნევა უმტკივნეულო პროცესი გვარდიოლადან ვილანოვაზე გადასვლისა. ასევე აღსანიშნავია კლუბის გაზრდილი შემოსავლები და ფულის ნაკლები ხარჯი. ხელმძღვანელობა შესანიშნავად მუშაობს იმ მხრივაც, რომ ჯერ-ჯერობით არცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ მოყოლია რაიმე სკანდალი.
ალბათ ერთადერთი უარყოფითი მხარე, რაც როსელს ამ 1,000 დღიანი ხელმძღვანელობის დროს გამოუჩნდა, ესაა მისი რეაგირება ნებისმიერ კრიტიკაზე. ესპანელი ჟურნალისტები, ბოლო დროს ვეღარც ბედავდნენ როსელის გაკრიტიკებას.
მისი ფორმალობის ”ბარსა” მუდამ მიიწევს ტიტულებისკენ. იგი არის კატალონიელთა მხოლოდ მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თასის აწევა მოახერხა. ფინანსური მდგომარეობაც უკეთესობისკენ მიიწევს. გუნდი მზადაა არაერთი ხმაურიანი ტრანსფერი გააკეთოს, მისი ოპოზიცია კი ეტაპობრივად სუსტდება. ჯამში, როსელს ყველაფერი კონტროლის ქვეშ აქვს, ჩვენ არ გვაქვს უფლება მას რამე ზედმეტი მოვთხოვოთ. არამგონია იყოს ვინმე უკმაყოფილო როსელის ხელმძღვანელობით…
