მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” რაკიცკით დაინტერესდა

“ბარსელონა” რაკიცკით დაინტერესდა

 კატალონიის ”ბარსელონა” დონეცკის ”შახტარის” მცველით, იაროსლავლ რაკიცკით დაინტერესდა, იტყობინება “El Mundo Deportivo”. 

 კატალონიური კლუბის სკაუტები 23-წლის პერსპექტიული ფეხბურთელის თამაშს დადებითად აფასებენ, მაგრამ ”ბარსას” ხელმძღვანელობა მაინც ერიდება ამ ტრანსფერს. ისინი ფიქრობენ, რომ ფეხბურთელის ადაპტაცია ესპანეთში ცუდად წარიმართება.

 თუ ესპანურ წყაროებს დავუჯერებთ, რაკიცკის ფასი არის 20 მილიონი და მას კონტრაქტი უკრაინულ კლუბთან 2015 წელს ეწურება.

 ამ სეზონში რაკიცკიმ 18 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაა. ფეხბურთელის სტატისტიკის ხილვა შეგიძლიათ აქ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში