ფინეთთან მატჩში ”ბარსას” განაპირა მცველმა მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო. ზუსტად ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ ხორდი ალბა კატალონიაში დაბრუნდა. მან უნდა გაიაროს სამედიცინო ტესტები და ”ბარსელონაშივე” დაიწყებს ფორმის აღდგენას. ალბა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ შესარჩევ მატჩს გააცდენს და ასევე საეჭვოა მისი გამოჩენა ჩემპიონთა ლიგაზე ”პარიზ სენ ჟერმენის” წინააღმდეგ.
