კატალონიის “ბარსელონა” დაცვის ხაზის გასაძლიერებლად, ვარიანტად ორ ფეხბურთელს მოისაზრებს ესენი არიან, “მანჩესტერ სიტის” 26 წლის მცველი ვინსენტ კომპანი და პორტუგალიური “ბენფიკის” ფეხბურთელი ასევე 26 წლის გარაი. ინფორმაციას El Mundo Deportivo ადასტურებს.
“ლურჯ-ბროწეულისფრები” ზემოთხსენებულ ორ ფეხბურთელს, ვეტერანი კარლეს პუიოლის შემცვლელად მოისაზრებენ. თუმცა “ბარსელონასათვის” ყველაზე პრიორიტეტულ სატრანსფერო ვარიანტად კვლავ “დორტმუნდის” გერმანელი მცველი, ჰუმელსი რჩება.

“ბარსელონა” კომპანით და გარაით ინტერესდება
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.