მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარის მამა შეიძლება ბარსელონაში ჩაფრინდეს

ნეიმარის მამა შეიძლება ბარსელონაში ჩაფრინდეს

 

”სანტოსის” თავდამსხმელის, ნეიმარის მამა, ნეიმარ და სილვა უახლოეს დროში შეიძლება ბარსელონაში ჩაფრინდეს, იტყობინება ესპანური პრესა.

ამავე წყაროს ინფორმაციით ის კატალონიის დედაქალაქში იმისთვის ჩავა, რომ აწარმოოს მოლაპარაკებები ”ბარსელონასთან” იმის შესახებ, თუ როდის გადავა მისი შვილი ესპანეთში. აღსანიშნია, რომ და სილვა ყოველთვის შვილთან ერთად დაფრინავს, რათა გადაწყვეტილებები მიიღოს. ის ასევე დაესწრება ბრაზილიის და რუსეთის ნაკრებების ამხანაგურ შეხვედრას.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ძალიან ხშირად უკავშირებენ ნეიმარს ”ბარსელონას”, თუმცა თავად ფეხბურთელს ღია განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში