კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, საკუთარ შვილს სხეულზე ტატუ მიუძღვნა.
მესიმ, არგენტინის ნაკრების მწვრთნელს, ალეხანდრო საბელიას ნებართვა სთხოვა და ტატუ-სალონს მიაშურა, სადაც მან სხეულზე მისი შვილის, პატარა ტიაგოს ხელები დაიხატა.

შეგახსენებთ, რომ მესის უკვე აქვს ერთი ტატუ ზურგზე, სადაც ლიონელის დედაა გამოხატული.

