მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ვილიას ახალ კონტრაქტს სთავაზობს

“ბარსელონა” ვილიას ახალ კონტრაქტს სთავაზობს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი არ აპირებს უახლოეს მომავალში დავიდ ვილიასთან განშორებას. ინფორმაცია ესპანურმა პრესამ გაავრცელა.
ამჟამად, კლუბში, ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელისათვის ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადებიან. წყაროს ინფორმაციით ახალი კონტრაქტი ფაქტიურად ვილიას პროფესიონალური კარიერის დასასრულამდე იქნება გათვლილი. რაც შეეხება მოქმედ კონტრაქტს, იგი 2014 წლამდეა მოქმედი.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში ვილია რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, პირველ რიგში მცირე სათამაშო პრაქტიკის გამო, რისგამოც ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო. ასევე ხშირად იწერებოდა კოლეგასთან, ლიონელ მესისთან მის კონფლიქტზე. არაერთხელ დაიწერა, რომ ვილიამ ვილანოვას თავადვე სთხოვა გუნდიდან წასვლის ნებართვა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში