მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დუბლები წაგებას დაეჩვივნენ

დუბლები წაგებას დაეჩვივნენ

“ბარსელონა ბ-ს” მთავარ მწვრთნელს ეუსებიო საქრისტიანს ჰყავდა საუკეთესო შემადგენლობა მთელი სეზონის მანძილზე. გუნდმა შესანიშნავად დაიწყო, თუმცა გუნდა მაინც წააგო. 

ტიაგო ალკანტარას ახალგაზრდა ძმამ რაფინიამ დაამტკიცა თუ რატომ აქვს ყველაზე მეტი გოლი გატანილი ლიგა ადელანტეს ნახევარმცველებს შორის. მან მატჩის დასაწყისისას გახსნა ანგარიში. 

ჟერარდ დეულოფეუ უფრო ზუსტი უნდა ყოფილიყო რადგან პირველ ტაიმში მას არაერთი შანსი შეექმნა გოლის გასატანად. “სპორტინგის” ფეხბურთელმა შესანიშნავი დარტყმით გაიტანა გოლი და ამ დარტყმის შეჩერება შეუძლებელი იყო. სულ რამდენიმე წამში კი პატარა კატალონიელებმა მეორე გოლი გაუშვეს და პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე მატჩზე ლიდერობა დათმეს. 

დეულოფეუ აგრძელებდა მომენტების გაფლანგვას, “ბარსელონამ” კი საკუთარი კარში კიდევ სამი გოლი მიიღო. გოლების გატანას წერტილი ესპინოზამ დაუსვა, რომელმაც საკმაოდ კარგად დაასრულა მომენტი.

უკვე დიდი ხანია “ბარსელონა ბ-ს” დამაჯერებელი გამარჯვება არ მოუპოვებია. მათ ლიგა ადელანტედან გავარდნა არ ემუქრებათ, თუმცა ასე გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა ერთი ლიგით დაქვეითდნენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში