მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნიანგი: “მეჩვენებოდა, რომ “ბარსა” 22 ფეხბურთელით თამაშობდა”

ნიანგი: “მეჩვენებოდა, რომ “ბარსა” 22 ფეხბურთელით თამაშობდა”

“მილანის” ახალგაზრდა ფრანგმა თავდამსხმელმა მ’ბაიე ნიანგმა, “ბარსელონასთან” განადგურების შემდეგ, კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მილანელებმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან წააგეს, რაც სამარცხვინო არაა.

“ბარსელონა” ბურთს დროის უდიდესი ნაწილის განმავლობაში ფლობდა. მე-2 ტაიმში, შევეცადეთ, გადავწყობილიყავით, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ მოვექეცით. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ “ბარსელონა” 22 ფეხბურთელით გვეთამაშებოდა, არადა ისინი მხოლოდ თერთმეტნი იყვნენ. წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან წაგება სირცხვილი არაა.

ჩემს მომენტს რაც შეეხება – ველოდებოდი, როდის გადაიხრებოდა მეკარე რომელიმე მხარეს, რათა ის მე-2 მიმართულებით მომეტყუებინა. საბოლოოდ, დავარტყი, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. ხდება ხოლმე.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში