მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფლამინი: “ბარსამ” მთელი თავისი ბრწყინვალება დაგვანახა”

ფლამინი: “ბარსამ” მთელი თავისი ბრწყინვალება დაგვანახა”

“მილანის” ნახევარმცველი მატიე ფლამინი, “ბარსელონასთან” 0:4 განადგურების შემდეგ, კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ კატალონიურმა გუნდმა თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინა, რის გამოც, იტალიელებს ძალიან გაუჭირდათ.

“ყველაფერში ნიანგს ვერ დავადანაშაულებთ. მას რომ გაეტანა, სხვა თამაში წავიდოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ხდება ხოლმე, რომ მხოლოდ ერთი შანსი გეძლევა.

“ბარსელონამ” შესანიშნავი თამაში აჩვენა. კატალონიელებმა მთელი თავიანთი ბრწყინვალება დაგვანახეს. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია.

ჩვენი ფეხბურთის თამაშს ვცდილობდით, მაგრამ ეს ძალიან ძნელი იყო. პირველ წუთებში, შესაძლოა, ცოტათი ვნერვიულობდით, ბურთს ვკარგავდით. ერთი სიტყვით, ისე ვერ ვთამაშობდით, როგორც ყოველთვის.

მეტოქე ძლიერ პრესინგს ახორციელებდა და დაცვიდან შეტევაში გადასვლა გვიჭირდა. გარდა ამისა, კატალონიელები ერთმანეთს ბურთს ძალიან სწრაფად აწვდიდნენ და მათ კომპლიმენტები დაიმსახურეს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში