მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: “ეს გამარჯვება წლების განმავლობაში გვემახსოვრება”

სუბისარეტა: “ეს გამარჯვება წლების განმავლობაში გვემახსოვრება”

“მილანთან” ისტორიული “ქამბექის” შემდეგ, “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ კომენტარი გააკეთა და რა თქმა უნდა, კატალონიური გუნდის ფეხბურთელები შეაქო. “ბარსას” ლეგენდარული მეკარის თქმით, ეს გამარჯვება კატალონიელთა მეხსიერებაში წლების განამვლობაში დარჩება.

“ეს გამარჯვება წლების განმავლობაში გვემახსოვრება. პირველივე წუთებიდან, პრესინგს მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს ვახორციელებდით და “მილანის” ფეხბურთელებს ფიქრის საშუალებას არ ვაძლევდით. მილანელებმა გვიჩვენეს, რატომ თამაშობენ ისინი ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ მჯეროდა, რომ შესანიშნავ თამაშს ჩავატარებდით. შეტევაში ძალიან ორგანიზებულად ვთამაშობდით და მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალებას არ ვაძლევდით.

მთელი გუნდის გამო მოხარული ვარ. ძალიან ბევრი პოზიტიური მომენტი დავინახეთ და როდესაც დავწყნარდებით, მათ გავაანალიზებთ.

მესის 2 გოლი გუნდს ძალიან წაადგა, ვილიასი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ხოლო ალბამ ყველას ოცნება რეალობად აქცია.

სერხიო ბუსკეტსმა ძალიან კარგი თამაში ჩაატარა. ამის მიზეზი მისი სათამაშო სტილია, რომელიც მან ჩვენს ახალგაზრდულ სისტემაში გამოიმუშავა.

მადლობა გულშემატკივრებს. ისინი მატჩის მნიშვნელობას მიხვდნენ და თამაშის დაწყებამდე 10 წუთით ადრე სტადიონი უკვე სავსე იყო.

1/4-ფინალში ვართ, მაგრამ წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს. კვირას, “რაიოს” ვეთამაშებით.” – აცხადებს ანდონი სუბისარეტა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში