დღევანდელი დაპირისპირება “ბარსელონასა” და “მილანს” შორის მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობს, ეს იქნება არაორდინალური და ემოციებით აღსავსე შეხვედრა ორ დიდ გუნდს შორის. მსოფლიოს აზრი ორ ნაწილად იყოფა, თუ რომელი გუნდი გავა შემდეგ ეტაპზე, მაგრამ ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს თანაბარი ბრძოლა იქნება და ღირსეულიც მოიგებს.
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა ამ დაპირისპირებას გამოტოვებს, თუმცა სპეციალისტმა გუნდს მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა და ფეხბურთელებსაც სტიმული მისცა ყველაზე დასამახსოვრებელი სწორედ ეს სიტყვები იყო მისი მხრიდან: “დავბრუნდები, თუ 1/4-ფინალში გახვალთ”. ეს ტიტომ ბიჭების მისამართით განაცხადა, გუნდის წარმატებაში დარწმუნებულია მოვალეობის შემსრულებელი და სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი ფიგურა ჟორდი როურაც… “შემდეგ ეტაპზე მაინც გავალთ”.
დღეს დიდი მოლოდინია, “ბარსელონას” შეუძლია გააკეთოს ის, რაც არავის გაუკეთებია, 1/4 ფინალში გასვლა უბრალოდ უფსკრულიდან ამოსვლა იქნება კლუბისთვის, ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ფეხბურთელები საკუთარ თავში და ძალებში დარწმუნებულნი არიან, წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები სწორედ საკუთარ თავში თავდაჯერებულობაა…
დღეს ყველაფერია შესაძლებელი და რასაკვირველია ორივე გუნდის გულშემატკივარს საკუთარი გუნდის წარმატების სჯერა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ დღეს თითოეული კულე “ბლაუგრანას” მხრიდან არაამქვეყნიურ ფეხბბურთს ელოდება… მატჩის დაწყებამდე თითოეულ კულეს მოვუწოდებ გამხნევდეს და უბრალოდ სჯეროდეს წარმატების…
[media=http://www.youtube.com/watch?v=GMW4GV81Pgg]


