”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ აღნიშნა, რომ კატალონიურ გუნდს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრაში სასურველ შედეგს მიაღწიოს.
”აბსოლიტურად დარწმუნებულო ვარ იმაში, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. პირველი მატჩის შედეგი რა თქმა უნდა არასასიამოვნოა და ეს ცუდია. ჩვენი განწყობა და საკუთარ ძალებში რწმენა უმაღლესს დონეზე უნდა იყოს, ამ შემთხვევაში ყველაფერი შეგვიძლია. დიახ, ეს რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.
ეს თამაში ისე უნდა ვითამაშოთ, თითქოს ფინალია. ზუსტად ამ განწყობით უნდა ჩავატაროთ 90 წუთი. ვფიქრობ, რომ ჩვენს გულშემატკივრებსაც სჯერათ იმის, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ” – აღნიშნა ინიესტამ.
