”დეპორტივოსთან” გასამართ შეხვედრამდე უკანასკნელ სავარჯიშო სესიაზე კლუბის პრეზიდენტი, სანდრო როსელი, ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა გამოცხადდნენ. ვარჯიში ”ნოუ კამპზე” 11:30 საათზე დაიწყო.
მასიპი ვარჯიშობდა
გუშინდელი ვარჯიშის მსგავსად ჟორდი როურას განკარგულებაში მწყობრში მყოფი ყველა ფეხბურთელი იყო – გარდა მარკ ბარტრასი, რომელიც 10 დღეს იუქმებს. სესიაზე იმყოფებოდა მასიპი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში განაცხადში მოვხდება დისკვალიფიცირებული ვიქტორ ვალდესის ნაცვლად.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები სახლებში გაემგზავრებიან და დაისვენებენ. ისინი ”ნოუ კამპზე” 18:15 საათზე დაბრუნდებიან.
[media=http://www.youtube.com/watch?v=3T5FTeygVdc]


