მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

უკანასკნელ ხანებში, “ბარსელონას” არცთუ კარგი პერიოდი უდგას. დღეს, მთელი მსოფლიოს აზრი რამდენიმე ნაწილად იყოფა. ზოგი გუნდის არასტაბილურობას პეპ გვარდიოლას წასვლას აბრალებს, ზოგიც ტიტო ვილანოვას ავადმყოფობას და მწვრთნელის მოვალეობის ჟორდი როურაზე დაკისრებას. რაც ტიტო გუნდში აღარაა და სამკურნალოდ იმყოფება, გუნდის ჩავარდნები სწორედ აქედან დაიწყო. ასე რომ ამ ყველაფერს ერთი დასკვნისაკენ მივყავართ – “ბარსელონას” ტიტო ვილანოვა აკლია!
ვილანოვამ ოპერაცია თავდაპირველად ჯერ კიდევ 2011 წლის მარტში გადაიტანა, თუმცა 2012 წელს სიტუაცია კვლავ გაუარესდა და  დეკემბერში ტიტოს ყელ-ყურის სიმსივნის ხელმეორე ოპერაცია დეკემბერში ჩაუტარეს. ამის მიუხედავად, მან მხოლოდ ორ მატჩში ვერ უხელმძღვანელა გუნდს, თუმცა 44 წლის მწვრთნელის თავგანწირვა დიდხანს ვერ გაგრძელდა – ქიმიოთერაპიის კურსი აუცილებელი გახდა. ტიტოს მხარი არაერთმა ადამიანმა და ფეხბურთში ცნობილმა პირმა დაუჭირა, რაც რასაკვირველია აუცილებელი იყო, განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩეოდა კლუბის პრეზიდენტი სანდრო როსელი. 

[media=http://www.youtube.com/watch?v=ovWFz_N08Cs]

“ტიტო, ესპანეთის ჩემპიონატი შენ მოიგე” – ეს სწორედ როსელის სიტყვებია… “მხარს ვუჭერთ ტიტოს, მის ოჯახს და ყველას, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს.” – ჟოზე მოურინიო.. ყველას გასაკვირვად ჟოზე მოურინიომ ვილანოვას თანადგომა გამოუცხადა და მეორე დღეს პრესა ამ სათაურით აჭრელდა: “მოურინიომ ვილანოვას მალე გამოჯანმრთელება უსურვა.”
ტიტოს გამოჯანმრთელების პროცესი კი წარმატებით მიმდინარეობს. ვილანოვა ნიუ იორკის “მემორიალ სლონ-კეტერინგის” ჰოსპიტალში მკურნალობს. ბარსელონადან მას ექიმი მარია სოკორო ბესკოსი და ჟორდი პამიესი გაჰყვნენ (ვინც ტიტოს ოპერაცია გაუკეთა). 
ის ჩვენი გუნდის ნაწილია… ის არის ადამიანი, რომელიც გვარდიოლას ეპოქის ნაწილი იყო… ის არის ადამიანი, რომელიც ამ ეპოქის კვალს მიჰყვება… თითოეულ კულეს უნდა გვჯეროდეს მისი… გვჭირდები ტიტო!

[media=http://www.youtube.com/watch?v=cPW6PBEPXdA]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში