მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: “პრიორიტეტი ტიტოს ჯანმრთელობაა”

როსელი: “პრიორიტეტი ტიტოს ჯანმრთელობაა”

ორშაბათს საღამოს, “ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა და პრეს-მდივანმა ტონი ფრეიშამ პრესკონფერენცია გამართეს, რომლის დროსაც რამდენიმე საკითხზე ისაუბრეს. კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ტიტო ვილანოვას და განაცხადა, რომ “ბარსელონას” პრიორიტეტი ტიტოს ჯანმრთელობაა.

“მინდა მტკიცედ განვაცხადო, რომ “ბარსელონა” ტიტო ვილანოვას გვერდზე დგას. ამჟამად, ის ჩვენგან შორსაა, მაგრამ მას იმდენხანს დაველოდებით, რამდენიც საჭირო იქნება. მწვრთნელის ჯანმრთელობა კლუბის პრიორიტეტია. სეზონს წარმატებულად ჩავთვლი, თუ ტიტო ბოლომდე გამოჯანმრთელდება. ვილანოვა არ დაგვტოვებს იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ყველა ტიტულის დაკარგვად დაგვიჯდება.

ვილანოვა თავს კარგად გრძნობს. ის მხნედ გამოიყურება იმის გათვალისწინებით, რომ ქიმიოთერაპიასა და რადიოთერაპიას გადის. ტიტოს მალე დაბრუნება სურს. ის დღეებს ითვლის.” – აცხადებს როსელი, რომელიც ადასტურებს, რომ თუ “ბარსელონამ” “მილანის” ბარიერის დაძლევა მოახერხა, ვილანოვა გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გაუძღვება.

პრეზიდენტმა ხორდი როურაზეც ისაუბრა და მას გმირი უწოდა. “ჩემთვის, ის გმირია. მას მადლობა უნდა ვუთხრათ იმ პასუხისმგებლობის აღების გამო, რომელიც მისთვის მოულოდნელობა იყო. მადლობა ეკუთვნით სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრებს და ფეხბურთელებსაც, რომელბიც მძიმე ტვირთს ატარებენ.”

პრესკონფერენციის დროს, როსელმა ბრაზილიელი ნეიმარის მიმართ ინტერესიც დაადასტურა: “სიმართლეს შეესაბამება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ნეიმარი ჩვენს სკაუტებსა და მწვრთნელებს მოსწონთ. ის ჩვენს სამომავლო შესაძლო შენაძენთა შორისაა.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში