12 მარტს, ”ბარსელონა” დაუპირისპირდება ”მილანს” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე. კატალონიელების მიზანია დაამარცხონ იტალიელები ორი ან მეტი ბურთით. შეგახსენებთ, რომ ბლაუგრანა იტალიაში 0:2 დამარცხდა და ფეხბურთელებით დაწყებული, ხელმძღვანელობით დამთავრებული ყველას სჯერა ”ბარსას” წარმატებისა.
პირველი და მთავარი ცვლილება ”მილანთან” იქნება ტაქტიკა. ”ბარსელონა” მოედანზე გამოვა 3-3-4 შემადგენლობით და მოედანზე ერთდროულად ოთხი თავდამსხმელი იქნება. ეს შემადგენლობა იდეალურია ”კატენაჩოს” სტილის წინააღმდეგ, რომელსაც იტალიური კლუბების უმეტესობა მისდევს. მართალია კატალონიელები არც ისე სამაგალითოდ თამაშობენ ამ სეზონში დაცვაში, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა.
ერთადერთი რისიც კატალონიელებს რეალურად უნდა ეშინოდეთ ეს არის ”მილანის” წინა ხაზი ელ შაარავისა და კევინ პრინც ბოატენგის წინამძღოლობით. ”ბარსას” უკანა ხაზის მთავარი ვალდებულებაა გოლი არ გაუშვას, რადგან 1 გოლიც კი ბლაუგრანას კარში მათთვის დამღუპველი იქნება.
