”ბარსელონას” სამედიცინო შტაბი ავრცელებს ცნობას იმის შესახებ, რომ ჩავი ერნანდესმა მადრიდის ”რეალთან” შეხვედრაში მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა. ამ ტრავმის გამო ფეხბურთელი 10-15 დღეს გამოტოვებს.
თავად ფეხბურთელი ყველანაირად შეეცდება ფიზიოთერაპევთტან ერთად სწრაფად გაიაროს აღდგენის კურსი, რათა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეძლოს, თუმცა ამ დროისთვის ჩავი თამაში ”მილანთან” დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
