ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი შეხვედრის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარა.
“ჩვენ ვერ მოვახერხეთ პირველ შეხვედრაში კარგი ფეხბურთის ჩვენება, თუმცა წინ მთელი მატჩი გვაქვს. საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში სიტუაციას გამოვასწორებთ” – ლეო მესის სიტყვებს “El Mundo Deportivo” ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში “მილანმა” 2:0 გაიმარჯვა. განმეორებითი მატჩი “ნოუ კამპზე” 12 მარტს გაიმართება.
