მოგეხსენებათ “ესპანეთის სამეფო თასის” 1/2 ფინალში ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდებიან. პირველ “ელ კლასიკოს” კარლოს კლოს გომესი განსჯის, ხოლო მეორე 1/2 ფინალში, მადრიდის “ატლეტიკოსა” და “სევილიას” შეხვედრაში, მიგელ ანხელ აიზა იმსაჯებს.
პირველი მატჩი ესპანურ გრანდებს შორის, 30 იანვარს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება. “ატლეტიკოსა” და “სევილიას” შეხვედრა კი, მეორე დღეს ხუთშაბათს ჩატარდება.
