1983 წლის 26 იანვარს, ევროპის სუპერთასზე, პირველი თამაშის მინიმალური სხვაობით მოგების შემდეგ, “ბარსამ” “ასტონ ვილასთან” 0:3 წააგო. კატალონიელებმა პირველი გოლი ძირითადი დროის ამოწურვამდე 10 წუთით ადრე გაუშვეს, ხოლო დამატებით ტაიმებში, ინგლისელებმა თავი კიდევ 2-ჯერ გამოიჩინეს.
1955 წლის 26 იანვარს, “ლეს კორტესის” სტადიონზე, კატალონიის ნაკრებისა და იტალიური “ბოლონიას” დაპირისპირება გაიმართა. კატალონიელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა ლადისლაო კუბალას, რომელმაც 2 გოლი გაიტანა. კატალონიის ნაკრებმა თამაში 6:2 მოიგო.
