“ბარსელონას” მცველი არ გაასაჩივრებს მსაჯის გადაწყვეტილებას “რეალ სოსიედადთან” მატჩში.
“უბრალოდ ორ ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევა დაფიქსირდა და მსაჯმა გადაწყვიტა ეჩვენებინა ჩემთვის ჯერ პირველი, ხოლო შემდეგ მეორე ყვითელი ბარათი” – განაცხადა ჟერარდ პიკემ მარსასთან ინტერვიუში.
“მე ვეთანხმები მას, მაგრამ თავს “ბინძურ” მოთამაშედ არ მივიჩნევ”. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს უკვე მეექვსე წითელი ბარათია, “ლურჯ-ბროწეულისფერი” მცველის კარიერაში.
