2009 წლის 19 იანვარს, “ბარსელონამ” ადგილსამყოფელი შეიცვალა. ამ დღიდან მოყოლებული, ვარჯიშები არა “ლა მასიაზე”, არამედ “სიუდად დეპორტივა ჟოან გამპერზე” ტარდება. სპორტული კომპლექსი სტადიონიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული და იგი 10.000 კვადრატულ მეტრს იკავებს.
1998 წლის 19 იანვარს, ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში, “ბარსელონა” “ვალენსიას” 3:0 ამარცხებდა, მაგრამ კატალონიელებმა თამაში 3:4 წააგეს. (ვიდეო)
