“პსჟ-ს” შვედმა ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ისაუბრა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ ლიონელ მესიზე და ასევე მადრიდის “რეალის” ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუზე:
“ლიონელ მესიზე და კრიშტიანუ რონალდუზე მხოლოდ და მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. მე არასოდეს მითქვამს ინტევიუში ცუდი ამ ორ ფეხბურთელზე. მე მიყვარს ფეხბურთი, პატივს ვცემ ჩემს კლუბს, თანაგუნდელებს, მოწინააღმდეგეს და რა თქმა უნდა ლეოსა და კრიშტიანუს,” ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს “პსჟ”-ს ოფიციალური საიტი.
ცნობისთვის იბრაჰიმოვიჩის ამ განცხადების მიზეზი ის იყო, რომ გაავრცელეს თითქოს შვედმა ცუდად ისაუბრა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუზე.
