მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრკიჩი:”რაიკაარდი-შესანიშნავი ადამიანი უდიდესი გულით”

კრკიჩი:”რაიკაარდი-შესანიშნავი ადამიანი უდიდესი გულით”

იტალიური “მილანის” ესპანელმა შემტევმა, ბოიან კრკიჩმა განაცხადა, რომ “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი ფრენკ რაიკაარდი, მის კარიერაში საუკეთესო მწვრთნელია, იტყობინება ესპანური მედია.

ცნობისთვის კრკიჩი “ბარსელონას” ღირსებას 2007/11 წლებში იცავდა. სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო “რომაში” წავიდა, რომელსაც ეკუთვნის ბოიანის სატრანსფერო უფლებები. ახლა კი იგი იჯარით ირიცხება “მილანში”.

“ფრენკ რაიკაარდი საუკეთესო მწვრთნელი იყო ჩემს კარიერაში. იგი მე მენდო და მომცა თავის გამოჩენის შანსი. იგი უდიდესი ადამიანია. ფრენკს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ფეხბურთელებთან,” განაცხადა ახალგაზრდა ბოიანმა.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში