გუშინდელი მოგებული შეხვედრის შემდეგ, კატალონიის “ბარსელონას” კიპერმა, ხოსე მანუელ პინტომ პრესკონფერენცია გამართა:“გუნდში ერთიანობა და მთლიანობა იგრძნობა, სწორედ ეს არის წარმატების ერთერთი მიზეზი. ამ გუნდს უყვარს გაუმჯობესება. ჩვენი მიზანია ზრდა განვაგრძოთ და უფრო გავძლიერდეთ. არასოდეს დავიღლებით გამარჯვებით და დავამხობთ ძალიან ბევრ რეკორდს. მე ვამაყობ თანაგუნდელებით. ყველა ვინც კი მოედანზე გამოდის, მაქსიმუმს აკეთებს. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ საკუთარ გულშემატკივრებს, რა თქმა უნდა მეტოქესაც და ვიხარჯებით ბოლომდე”.
პინტო ტიტო ვილანოვას არყოფნასაც შეეხო: “ტიტო არ იყო ჩვენს გვერდით, მაგრამ ამას არ უმოქმედია გუნდის ფილოსოფიაზე და თამაშზე.”
“ბლაუგრანას” კიპერმა “მალაგასთან” გასამართ შეხვედრებზეც თქვა ცოტა რამ:“ჩემს ოჯახს ძალიან გაუხარდება, როდესაც ორჯერ მნახავენ მოედანზე ასეთ პატარა დროის მონაკვეთში. სამივე მატჩი ძალიან რთული იქნება. “მალაგას” ძლიერი მეკარე ყავს ვილი კაბალიეროს სახით, რომელიც მშვენიერ ფორმაშია. ვნახოთ, იმედია შევძლებთ წარმატების მიღწევას,” ციტირებს პინტოს სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.
