მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ვალდესს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

“ბარსელონა” ვალდესს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობას და კლუბის სამწვრთნელო შტაბს სურს, რომ გუნდის მეკარესთან ვიქტორ ვალდესთან კონტრაქტი გაახანგრძლივონ. იტყობინება, ესპანური პრესა.

კატალონიური კლუბი აპირებს უახლოეს დღეებში შესთავაზონ გუნდის კარის დარაჯს ახალი კონტრაქტი. უკვე დანიშნულია შეხვედრაც, ფეხბურთელის აგენტთან ხინეს კარვახალთან, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება.

ახალი შეთავაზება უკეთეს ფინანსურ პირობებს ითვალისწინებს. მიმდინარე კონტრაქტი ვალდესს “ბარსელონასთან” 2014 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო კომპენსაცია კი  €150 მილიონია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში