არგენტინის ქალაქ ლა-პლატას მცხოვრებლებმა 1-ელ იანვარს, გამთენიის საათებში დაწვეს ფეხბურთელი-რეკორდსმენის, ლიონელ მესის გიგანტური თოჯინა, რომელიც ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე იყო განთავსებული.
როგორც ირკვევა, არგენტინაში ძალიან გავრცელებულია ეს რიტუალი. ლა-პლატას მოქალაქეებმა მესის ფიგურის განადგურებით მას ამ ახალ წელს უფრო უკეთესი თამაში და წინსვლა უსურვეს.
საინტერესოა, რამდენად მოუტანს ლეოს ეს რიტუალი წარმატებას. აწ უკვე გასულ წელს მან ნამდვილად საოცარი და ყოვლად ბრწყინვალე თამაში აჩვენა და ალბათ აღარც კი ღირს მის თითუეულ მიღწევაზე ყურადღების გამახვილება…
