მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუნდს “ესპანიოლთან” მატჩისთვის ვილანოვა მოამზადებს

გუნდს “ესპანიოლთან” მატჩისთვის ვილანოვა მოამზადებს

 

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა პრიმერას მე–18 ტურის შეხვედრაში, “ესპანიოლთან” გუნდის ხელმძღვანელობას გეგმავს.

 

შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს ტიტო ვილანოვას ოპერაცია ჩაუტარდა. სანდრო როსელმა განაცხადა, რომ ის გუნდს 15–20 დღეში დაუბრუნდებოდა და მკურნალობასთან ერთად გუნდის გაწვრთნას მოახერხებდა.

 

სამუშაოზე დაბრუნებისთვის ტიტო ვილანოვას ექიმების ნებართვა ჭირდება. “ბარსელონა” საახალწლო არდადეგების შემდეგ ვარჯიშს დღეს განაახლებს, ტიტო ვილანოვა კი 09:30 საათიდან “სიუტატ ესპორტივაზე” იმყოფება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში