“ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ მიიღო გადაწყვეტულება, თუ რომელი ლიგის გუნდს ჩაიბარებს 2013 წლის ზაფხულში, იტყობინება “El Mundo Deportivo”.
41 წლის სპეციალისტი პრემიერ–ლიგაში მუშაობას გეგმავს. გვარდიოლას ასეთი გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ მას ფეხბურთელობის დროს არასდროს უთამაშია ინგლისში. ცოტა ხნის განმავლობაში სპეციალისტი რომელიმე ნაკრების ჩაბარებაზეც ფიქრობდა, თუმცა მოგვიანებით ამ ვარიანტისგან თავი შეიკავა.
აღსანიშნია ისიც, რომ საახალწლო დღესასწაულებზე ბარსელონაში ჩასვლამდე ის ნიუ–იორკში შეხვდა საკუთარ აგენტს და ამ გეგმების შესახებ აცნობა.
