“ბარსელონას” თავდამსხმელი, დავიდ ვილია გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ დატოვებს, ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება.
ბოლო დღეებში ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელის შესახებ ძალიან ბევრი იწერება. მისი გადაბირება ისეთ გუნდებს სურთ, როგორებიც “ჩელსი”, “არსენალი” და “ლივერპული” არიან. “ჩელსი” მზადაა 15 მილიონი ევროს გადასახდელად, თუმცა ხელმძღვანელობას და სამწვრთნელო შტაბს სხვა გეგმები აქვთ. 2013 წლის ივნისამდე “ბარსელონა” დავიდ ვილიას გაშვებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ დავიდ ვილია ძალიან სასარგებლოა გუნდისთვის.



