მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილანოვა: “როურა, ფეხბურთელებს უთხარი, რომ კარგი ბიჭები არიან”

ვილანოვა: “როურა, ფეხბურთელებს უთხარი, რომ კარგი ბიჭები არიან”

 

“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ტიტო ვილანოვას ძალიან თბილი ურთიერთობა აქვს გუნდის მოთამაშეებთან, იტყობინება ესპანური პრესა.

 

შეგახსენებთ, რომ ტიტო ვილანოვას 1 კვირის წინ ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად ესპანელი სპეციალისტი სახლში იმყოფება და აგრძელებს აღდგენით კურსს, თუმცა ის გუნდში არსებულ ვითარებაზე სრულადაა ინფორმირებული.

 

რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, “ვალიადოლიდთან” შეხვედრის წინ ისინი აცხადებდნენ, რომ აუცილებლად უნდა მოეპოვებინათ გამარჯვება და ის ტიტოსთის მიეძღვნათ. კატალონიელმა მოთამაშეებმა შეძლეს დანაპირების ასრულება, ხოლო ვილანოვამ ჟორდი როურას თხოვა ფეხბურთელებისთვის გადაეცა, რომ ისინი კარგი ბიჭები არიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში