მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აგენტი: “ვილიას მომავალი “ბარსელონას” ხელშია”

აგენტი: “ვილიას მომავალი “ბარსელონას” ხელშია”

 

“VOS Marketing”–ის გენერალურმა დირექტორმა, რომელიც “ბარსელონას” თავდამსხმელის, დავიდ ვილიას ინტერესებს იცავს კომენტარი გააკეთა იმ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ესპანელი კატალონიურ კლუბს იანვარში დატოვებს.

 

“დავიდ ვილიას შესახებ ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება, რადგან ის შესანიშნავი თავდამსხმელია. მიუხედავად ყველაფრისი მისი მომავალი “ბარსელონას” ხელშია. მას კლუბთან აქვს მოქმედი ხელშეკრულება, რომლის დაცვაც აუცილებელია” – განაცხადა 31 წლის ფეხბურთელის აგენტმა, ვიქტორ ონატემ.

 

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვილიას გადაბირება “ჩელსის”, “არსენალს” და “ლივერპულს” სურთ. “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ კლუბი იანვარში ვილიას გაყიდვას არ აპირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში