მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“არსენალი”, “ჩელსი” და “ლივერპული” ვილიათი ინტერესდებიან

“არსენალი”, “ჩელსი” და “ლივერპული” ვილიათი ინტერესდებიან

 

“ბარსელონას” თავდამსხმელის, დავიდ ვილიას მიმართ ინტერესს არაერთი გრანდი გამოხატავს, იტყობინება ესპანური პრესა. მისით დაინტერესებული ინგლისური პრემიერ–ლიგის გუნდები არიან.

 

კერძოდ ესპანელი თავდამსხმელის გადაბირება “არსენალს”, “ჩელსის” და “ლივერპულს” სურთ. იანვარში ყველა ამ კლუბს კონკრეტულ ქმედებაზე გადასვლა და “ბარსელონასთვის” წინადადებით მიმართვა შეუძლია. “ჩელსის” შეთავაზება დაახლოებთ 14 მილიონი ფუნტი იქნება. ლონდონელების მთავარ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს შეტევის ხაზში ტორესი–ვილიას დუეტის ხილვა სურს.

 

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” სპორტული დირექტორის, ანდონი სუბისარეტას განცხადებით დავიდ ვილია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ გაიყიდება. მან იმედი გამოთქვა, რომ ვილია ძალიან სასარგებლო იქნება “ბარსელონასთვის”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში