მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვესი: “ყველა გამარჯვება ტიტოს ეძღვნება”

ალვესი: “ყველა გამარჯვება ტიტოს ეძღვნება”

 

“ბარსელონას” მარჯვენა მცველმა, დანი ალვესმა ტიტო ვილანოვას მხარდაჭერა გამოუცხადა და გუნდის პროგრესზე ისაუბრა.

 

“ყველანი მხარს ვუჭერთ ტიტოს. ყველა გამარჯვება ახლა მას ეძღვნება. ახლა ის სიცოცხლისთვის იბრძვის” – განაცხადა ალვესმა “Estado de Sao Paulo”–სთან ინტერვიუში.

 

“სხვაობა მადრიდის “რეალთან” კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ყურადღებით უნდა ვიყოთ. წინ ბევრი შეხვედრაა ჩასატარებელი, ჩემპიონატი არ დასრულებულა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი შედეგებით გაკვირვებული არ ვარ. ჩვენ შრომის შემდეგ გასამრჯელოს ვიღებთ. ყველა ძალიან მონდომებულად ვარჯიშობდა, სანამ შედეგები დასტაბილურდებოდა” – დაასრულა დანი ალვესმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში