მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრუიფი: “სხვაობა “ბარსას” და “რეალს” შორის ჩემპიონატისთვის სასარგებლო არ იქნება”

კრუიფი: “სხვაობა “ბარსას” და “რეალს” შორის ჩემპიონატისთვის სასარგებლო არ იქნება”

 

“ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა კომენტარი გააკეთა ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონას” და “რეალს” შორის არსებულ 16 ქულიან სხვაობაზე.

 

შეგახსენებთ, რომ “ესპანიოლთან” შინ ნათამაშები ფრის შემდეგ ჟოზე მოურინიოს შეგირდები სტუმრად “მალაგასთან” დამარცხდნენ და კატალონიელებთან ჩამორჩენა 16 ქულამდე გაიზარდა.

 

“ეს ძალიან დიდი სხვაობაა. სიმართლე რომ ვთქვა, ეს ესპანეთის ჩემპიონატის სასარგებლოდ არ იმოქმედებს. სავარაუდოდ “ბარსელონას” გულშემატკივრები კმაყოფილები არიან, თუმცა ჩემპიონობა ფასდება მთელი სეზონის დაძაბულობის სიხარულის გამო. ჩემი აზრით ახლა ესპანეთის ჩემპიონატში ინტრიგა გამქრალია” – იოჰან კრუიფის სიტყვებს “Goal.com” ციტირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში