“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა დღეს საავადმყოფოდან გაწერეს, ამის შესახებ ცნობა კლუბის ოფიციალურ “ტვიტერზე” ვრცელდება.
ბოლო დროს ვრცელდებოდა ცნობა, რომ ესპანელი სპეციალისტი შაბათ–კვირას საავადმყოფოში გაატარებდა და სახლში ორშაბათს დაბრუნდებოდა. ამგვარად 43 წლის ვილანოვა ახალ წელს სახლში შეხვდება.
ტიტო ვილანოვას 20 დეკემბერს წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია. რეაბილიტაციის კურსი გეგმის მიხედვით მიდის. სახლში დაბრუნების შემდეგ ტიტოს ქიმიოთერაპიის კურსის გავლა მოუწევს, რომელიც დაახლოებით 6 კვირას გაგრძელდება.


